ისტორია

   „სტერეო +-ის“ გუნდი სამაუწყებლო სფეროში, მეოთხედ საუკუნეზე მეტია, საქმიანობს. 1994 წელს, ამ გუნდმა დააარსა პირველი კერძო მაუწყებელი - I რადიო; 1997 წელს - ტელეკომპანია I სტერეო, 2002 წელს კი დაფუძნდა სამაუწყებლო კომპანია, სახელწოდებით - სტერეო+.

პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა, 2014 წელს, მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

  დღემდე, კომპანიამ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი უზრუნველყო ხარისხიანი, სტაბილური ციფრული სიგნალით. კომაპნიის ძალისხმევის შედეგად, ციფრული სიგნალით დაიფარა ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონები; სიგნალი შეუზღუდავად მიეწოდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს.