stereoplus.gesitemap
  • HOT LINE: 205-12-12
  • ციფრული მულტიპლექსის მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაშია შესული.

შეთავაზება მაუწყებლებისთვის

შპს ,,სტერეო +“ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებათა პაკეტს:

1.    იფრული მიწისზედა სამაუწყებლო სატელევიზიო ქსელით მომსახურება HD პლატფორმაზე ეროვნულ დონეზე 5,5 მგბ/წმ სიჩქარით მონაცემთა გადაცემით (თვეში 44 781 ლარი დღგ-ს ჩათვლით)

2.       Eutelsat-ზე განთავსების უზრუნველყოფა 5,5 მგბ/წმ სიჩქარით მონაცემთა გადაცემით  HD ხარისხით (თვეში 21 000 ლარი)

3.    საქართველოსა და ევროპის ნებისმიერი წერტილიდან სატელიტიდან პირდაპირიჩართვები დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მრავალი სატელიტიდან ჩართვის შესაძლებლობა ჩართვების ადგილის გასამარტივებლად (თვეში 3000 ლარი)

4.   მოძრავი პირდაპირი ეთერის შესაძლებლობა (LIVE)  24 საათის განმავლობაში ერთ ქალაქში (თბილისი/ქუთაისი/ბათუმი), ტექნიკის სრული კომპლექტის მიწოდებით (თვეში 10 000 ლარი)

აღნიშნული შეთავაზების პირობები მოქმედებს ოთხივე მომსახურებით ერთდროულად სარგებლობის შემთხვევაში.

 

შპს ,,სტერეო +“-ს მულტიპლექსპლატფორმაში პირველი ნომრის მინიჭების ღირებულება შეადგენს 30 000 ლარს, ხოლო მეორე ადგილის ღირებულება 15 000 ლარია.

 

შპს ,,სტერეო +“, მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყანაში მაუწყებლობის ხარისხის სტიმულირებისთვის, აქციის ფარგლებში აცხადებს  10%-იან ფასდაკლებას ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურებაზე საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული იმ მაუწყებლებისთვის, რომელთა პროგრამებიც გადაიცემა მაღალი გარჩევადობის ფორმატში.

 აქცია ძალაშია 2015 წლის 1 დეკემბრიდან  2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

ციფრული მაუწყებლობა

სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველო ერთადერთ ქვეყანაა, რომელმაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი დაასრულა.

Подробнее: ციფრული მაუწყებლობა

შეთავაზება

უახლოეს დღეებში დაინტერესებული მაუწყებლებისთვის საიტზე აიტვირთება ხელშეკრულების ფორმა.ციფრული მაუწყებლობის მსურველებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ხელშეკრულების 2 ეგზემპლარი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

Подробнее: შეთავაზება

ცხელი ხაზი

მომხმარებელთა ინფორმირებულობისთვის შეიქმნა სპეციალური ცხელი ხაზი, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მიაწოდებს შესაბამის ინფორმაციას.  205-12-12

Еще статьи...