stereoplus.gesitemap
  • HOT LINE: 205-12-12
  • ციფრული მულტიპლექსის მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაშია შესული.

 

 

ციფრული მულტიპლექს ოპერატორის „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელს, აკადემიკოს დავით ზილფიმიანს დაბადებიდან 58 წლის იუბილეს ულოცავენ.  საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტმა (რა თანამდებობასაც დავით ზილფიმიანი 2017 წლიდან იკავებს), აკადემიის პრეზიდენტის ვლადიუს რამიშვილისა და სწავლული მდივნის გივი ფიჩხნარაშვილის სახელით, აკადემიიდან მისალოცი წერილი მიიღო. (გადმოწერა)

დავით ზილფიმიანს დაბადების დღეს ულოცავს „სტერეო პლუსის“ გუნდი. უსურვებს წარმატებებს დასახული გეგმების განხორციელებაში.

განათლებით რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალისტი, დავით ზილფიმიანი კოსმოსური პროექტების (EGLE, LAZIO-SIRAD) თანაავტორობასთან ერთად, ნასას „გოდდარდის“ ფრენის ცენტრში, ახალი დაბალი ორბიტის სატელიტის პროექტზე მუშაობდა. დავით ზილფიმიანმა 1985 წელს, დისერტაცია დაიცვა თემაზე, „ელექტრომაგნიტური პროცესები მიწისძვრების მომზადების პროცესში“. 1992-1993 წლებში, იგი ტოკიოს უნივერსიტეტში JISTEC AWARD, მოგის ლაბორატორიის მეცნიერ-მუშაკი იყო. 12 წლის განმავლობაში, დავით ზილფიმიანს რომის უნივერსიტეტის პროფესორის წოდება ჰქონდა. 2000-2003 წლებში კი, იტალიის კოსმოსური სააგენტოს პროექტის Esperia – ს მთავარი მეცნიერ მუშაკი და სისტემური ინჟინერი იყო.

2003-2005 წლებში, იგი აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძესთან ერთად დაფუძნებული კოსმოსური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2014 წელს კი ცენტრის ხელმძღვანელი გახდა.

დავით ზილფიმიანი, მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა წელს იგი იყო ინჟინერი, ლაბორატორიის გამგე, განყოფილების უფროსი და სეისმური სამსახურის უფროსი.

დავით ზილფიმიანი არის 112 საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის, 4 საერთაშორისო კოსმოსური პროექტის და 1 საერთაშორისო პატენტის თანაავტორი. 2016 წლიდან, იგი საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრია.

 

 

შეთავაზება მაუწყებლებისთვის:

შპს ,,სტერეო +“ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებათა პაკეტს:

1.    იფრული მიწისზედა სამაუწყებლო სატელევიზიო ქსელით მომსახურება HD პლატფორმაზე ეროვნულ დონეზე 5,5 მგბ/წმ სიჩქარით მონაცემთა გადაცემით (თვეში 44 781 ლარი დღგ-ს ჩათვლით)

2.       Eutelsat-ზე განთავსების უზრუნველყოფა 5,5 მგბ/წმ სიჩქარით მონაცემთა გადაცემით  HD ხარისხით (თვეში 21 000 ლარი)

3.    საქართველოსა და ევროპის ნებისმიერი წერტილიდან სატელიტიდან პირდაპირიჩართვები დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მრავალი სატელიტიდან ჩართვის შესაძლებლობა ჩართვების ადგილის გასამარტივებლად (თვეში 3000 ლარი)

4.   მოძრავი პირდაპირი ეთერის შესაძლებლობა (LIVE)  24 საათის განმავლობაში ერთ ქალაქში (თბილისი/ქუთაისი/ბათუმი), ტექნიკის სრული კომპლექტის მიწოდებით (თვეში 10 000 ლარი)

აღნიშნული შეთავაზების პირობები მოქმედებს ოთხივე მომსახურებით ერთდროულად სარგებლობის შემთხვევაში.

შპს ,,სტერეო +“-ს მულტიპლექსპლატფორმაში პირველი ნომრის მინიჭების ღირებულება შეადგენს 30 000 ლარს, ხოლო მეორე ადგილის ღირებულება 15 000 ლარია.

 

იხილეთ განახლებული ხელშეკრულების ფორმა - გადმოწერა

გაცნობებთ რომ ღია საეთერო მულტიპლექსფლატფორმაში არსებული თავისუფალი რესურსი შეადგენს 10.2 მგბ/წმ. იხილეთ მოწვევის ოფერტა.

შპს ,,სტერეო +“, მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყანაში მაუწყებლობის ხარისხის სტიმულირებისთვის, აქციის ფარგლებში აცხადებს  10%-იან ფასდაკლებას ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურებაზე საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული იმ მაუწყებლებისთვის, რომელთა პროგრამებიც გადაიცემა მაღალი გარჩევადობის ფორმატში.

 

 აქცია ძალაშია 2015 წლის 1 დეკემბრიდან  2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველო ერთადერთ ქვეყანაა, რომელმაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი დაასრულა.

Read more: ციფრული მაუწყებლობა

უახლოეს დღეებში დაინტერესებული მაუწყებლებისთვის საიტზე აიტვირთება ხელშეკრულების ფორმა.ციფრული მაუწყებლობის მსურველებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ხელშეკრულების 2 ეგზემპლარი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

Read more: შეთავაზება

მომხმარებელთა ინფორმირებულობისთვის შეიქმნა სპეციალური ცხელი ხაზი, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მიაწოდებს შესაბამის ინფორმაციას.  205-12-12

More Articles...